თამაშში შენ ყალბი ამბების გამავრცელებელი გამოცემის რედაქტორის როლს ირგებ. შენი მიზანია, ყველანაირი ეთიკა დაივიწყო და ისეთი ტაქტიკა აირჩიო, რომელიც შენი სიცრუის ქსელის გაზრდაში დაგეხმარება და გავლენიან მედია-მაგნატად გაქცევს. არ დაგავიწყდეს, მუდმივად აკონტროლო “მინიონებისა” და “ნდობის” მაჩვენებლები. შენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე შემოიკრიბო, მაგრამ ფრთხილად იყავი: თუ ზედმეტად დაუჯერებელ ტყუილებს გაავრცელებ, ან მიმდევრებს პასიურობით იმედს გაუცრუებ — წააგებ.
“ააშენე სიცრუის იმპერია” 2018 წელს გამოსული ცნობილი თამაშის, Get Bad News-ის ქართული ვერსიაა, რომელსაც “ყალბი ამბების წინააღმდეგ ვაქცინას” უწოდებენ. Get Bad News-ის შექმნაში კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მონაწილეობდნენ და მის მიერ გამოყენებული ტაქტიკის ეფექტურობა კვლევებით დასტურდება.
თამაში მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
პროექტის ავტორი:
On.geდიზაინი:
ForSet, ირაკლი ჭუმბურიძედეველოპმენტი:
გიო მოსაშვილი, დავით სავანელი




















არაავთენტურ კოორდინირებულ ქმედებას
მიმართავს. ამ თემაზე დიდ კვლევას ვამზადებთ და FunctiON.ge-ზე დავდებთ, მანამდე კი,
ყურადღებით იყავით, რა ჯგუფებში ემატებით.
10 ტროლი, რომელიც მეგობრებში გყავთ
რასაც წერს, 99.9% სიყალბეა. ის 0,1%-იც უბრალოდ
ზრდილობის გამო დავაკელით.